ზოგჯერ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობაზე მეტად წარსულის დეტალები და მათთან დაკავშირებული ადგილები უფრო მეტად გვაახლოებს ამა თუ იმ ქალაქთან, ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ, მატებს ინტერესს და ამდიდრებს შთაბეჭდილებებს. ბათუმსაც აქვს ისტორიები, რომლებიც ზღვის მზიან სანაპიროსთან და თანამედროვე შენობებთან ერთად ამ ქალაქს განსკუთრებულ ხიბლს სძენს; რატომ დაწერა მემუარებში ალექსანდრე დიუმა მამამ, რომ ბათუმში წვიმა 1 წელი და 15 დღე გრძელდება? სად გავატაროთ წვიმიანი დღეები ბათუმში? რატომ პოულობენ ბათუმში უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილს, დაწყებული ნობელების მიერ აგებული ტერმინალის რეზერვუარებიდან ლაო ჯინჯაოს ნასახლარით დამთავრებული? რომელი ცნობილი უცხოელი მწერლების ცხოვრების ცალკეული ეპიზოდები უკავშირდება აჭარას? რას სთავაზობს ბათუმი (აჭარა) ქალაქის სტუმრებს, რომლებიც ზღვის სეზონის დასრულების მიუხედავად გეგმავენ ვიზიტს? ვინ არის ფოტოგრაფი, რომელიც დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან ამოშალეს, მის მიერ გადაღებული აჭარის ხედები კი 2005 წელს ოკეანის გაღმა, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს? რა აკავშირებს სააგენტო მაგნუმის ერთ-ერთ დამაარსებელს, რობერტ კაპას აჭარასთან? როგორ აღწერა კნუტ ჰამსუნმა ბათუმის ბულვარი? გადაცემის სტუმარი, თამუნა ორაგველიძე სწორედ ამ საინტერესო ფრაგმენტებს გიამბობთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: