#სახლისკენ - წიგნი, რომელსაც ვერ დაივიწყებ
#სახლისკენ - წიგნი, რომელსაც ვერ დაივიწყებ
  • FM ნავიგატორი – კინოს სიახლეები: სოფი ლორენი ბრუნდება, რომელ ფილმში იხილავენ მას თაყვანისმცემლები მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, რა ნაწარმოები უდევს საფუძვლად სცენარს, რაზე მოგვითხრობს ფილმის სიუჟეტი და როდის იგეგმება პრემიერა; როდის გამოვა ეკრანებზე დისნეის ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, რომლის მთავარი გმირი კიდევ ერთი მებრძოლი პრინცესა, რაია უკანასკნელ დრაკონს დაეძებს, რომ თავისი სამეფო გადაარჩინოს; რა რეაქცია მოჰყვა მეტიუ მაკკონაჰის მემუარებში მსახიობის გულახდილ აღიარებას, რომ დედასთან რამდენიმეწლიანი რთული ურთიერთობები ჰქონდა; გამართლდება თუ არა ნიკოლ კიდმანის ვარაუდი იმის შესახებ, რომ სერიალ Big Little Lies-ის თაყვანისმცემლებმა, შესაძლოა, შოუს მე-3 სეზონი მაინც იხილონ, მიუხედავად ოფიციალური გადაწყვეტილების არარსებობისა;
  •  მობილური „ვეფხისტყაოსანი“ – წიგნი, რომელსაც ძველ დროში, გადმოცემის თანახმად, ქალებს მზითევში ატანდნენ დ ა დღემდე საპატიო ადგილი უჭირავს თითქმის ყველა ოჯახის წიგნის კარადაში, ბევრ ადამიანს კი აუცილებლად უდევს სამუშაო მაგიდაზე, მალე სმარტფონების მფლობელებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება: აპლიკაცია მრავალფეროვანი და მოხერხებული ფუნქციების წყალობით შესაძლებელს გახდის „ვეფხისტყაოსნის“ ნებისმიერი ნაწყვეტი ნებისმიერ დროს მომენტალურად გადაიკითხო, ან ადაპტირებული ტექსტის დახმარებით ზედმიწევნით ზუსტად გაიგო ამა თუ იმ სტროფის შინაარსი;
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – შთაბეჭდილებები და ემოციები, რომლებიც ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან გვაკავშირებს; როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა? როგორ იცვლება ბავშვობის წიგნები, მათგან მიღებული შთაბეჭდილებები, ან განცდები თაობიდან თაობამდე;
  •  მუსიკალურ კალენდარში გაიგებთ, რომელმა ცნობილმა ჯგუფებმა შეიცვალეს თავდაპირველი სახელები: რა ერქვათ AC/DC-ის, Black Sabbath-ს, Radiohead-ს, Simon & Garfunkel-ს და Red Hot Chili Peppers მუსიკალური კარიერის დასაწყისში;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: