#სახლისკენ - ემოციების ანაბეჭდები
#სახლისკენ - ემოციების ანაბეჭდები
  • FM ნავიგატორი – რომელი მუსიკოსების, ან ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის ძებნა შეიცავს მომხმარებლის კომპიუტერების დავირუსებისათვის ყველაზე დიდ რისკს ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენებისას? რაზე ისაუბრა პოლ მაკარტნიმ ინტერვიუში, რომელიც მისგან ჯონ ლენონის ვაჟმა, შონმა აიღო? Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი Soul, რომლის პრემიერაც ორჯერ გადაიდო, კინოთეატრების ნაცვლად disney პლიუსის სთრიმინგზე დეკემბერში შედგება; რომელი ქართული ფილმი წარადგენს საქართველოს ოსკარების მომავალ ცერემონიაზე.
  •  იზოლაციაში შექმნილი ძალაუფლების ტახტი და სხვა ქიმერები – მხატვრის ახალი ნამუშევრების შექმნის ამბავი;
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – რა შთაბეჭდილებები, ან რა ემოციები გვრჩება და გვაკავშირებს ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან? რა ასოციაციას იწვევს თითქოს მივიწყებული წიგნი, რომელიც ოდესღაც ყველაზე მეტად გვიყვარდა? როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა?
  •  მუსიკალური კალენდარი – 9 ოქტომბერს ჯონ ლენონი 80 წლის გახდებოდა. მისი რომელი სიმღერა მოსწონს პოლ მაკარტნის ყველაზე მეტად იმ კომპოზიციებიდან, რომლებიც ჯონ ლენონმა ბითლზიდან წასვლის შემდეგ შექმნა? ჟურნალისტურ-მუსიკალური სკანდალი, რომელსაც ბითლზის წინააღმდეგ აგორებული ყველაზე დიდი ტალღა მოჰყვა და რომელიც გამოიწვია ლენონის მიერ ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზამ, თითქოს იმდროინდელ მსოფლიოში ბითლზი ქრისტეზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა.
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: