#სახლისკენ - სამახსოვრო წიგნისა და მცენარეების მოყვარულებისათვის
#სახლისკენ - სამახსოვრო წიგნისა და მცენარეების მოყვარულებისათვის
  • FM ნავიგატორიინტერნეტთამაში, რომელიც მომხმარებელს ფეიკ ნიუსების ამოცნობას ასწავლის; რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ და მელანია ტრამპების კორონავირუსით დაავადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას; რას ფიქრობს რეპერი Cardi B იმაზე, რომ ქალი რეპერების მიმართ მსმენელი გაცილებით უფრო მომთხოვნია.
  •  მოყვარული მებაღეები, ან დეკორატიული მცენარეების მფლობელები ზამთრის მოახლოებასთან ერთად ოთახისა და ეზოს მცენარეებზე განსხვავებული რეჟიმის შერჩევასა და მათთვის საგანგებო პირობების შექმნაზე იწყებენ ფიქრს. საჭირო რეკომენდაციების მოძებნა ინტერნეტითაც შეიძლება, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტის კონსულტაცია ბევრად უფრო სანდოა. როგორ მოვამზადოთ მცენარეები ზამთრისთვის ისე, რომ გაზაფხულზე მოწყენილი ქოთნების ამარა არ დავრჩეთ. სტუმარი: მებაღე ვახო ბარათაშვილი.
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – რის მიხედვით ვირჩევდით ბავშვობაში წასაკითხ წიგნებს, რა ახდენდა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას და ფერმკრთალდება თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში; იცვლება თუ არა ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება თაობიდან თაობამდე; რატომ გვიჩნდება ბავშვობაში წაკითხული ტექსტის ზრდასრულ ასაკში წაკითხვა, ან პირიქით – რამ შეიძლება აგვიცრუოს გული წიგნზე. სტუმარი – მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი გვანცა ჯობავა.
  •  მუსიკალური კალენდარი – პოპულარული მუსიკოსი, რომლისთვისაც იმ ფაქტს, რომ ღვინოს გემო მხოლოდ 30 წლის ასაკში გაუსინჯა, ხელი არ შეუშლია წარმატებული მეღვინე გამხდარიყო. ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი და დიდების დარბაზის „ბინადარი“ სტინგი 69 წლის გახდა.
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: