#სახლისკენ - აღმოაჩინე, განავითარე, დაეხმარე
#სახლისკენ - აღმოაჩინე, განავითარე, დაეხმარე
  •  აღმოაჩინე თავიდან, ანუ რამდენიმე ადგილი საქართველოში, რომელიც უნდა ნახო, სანამ საზღვარგარეთ წახვალ – ახალი რუბრიკა, რომლის სტუმრებიც საქართველოს ნაკლებად ცნობილ, ან არც მაინცდამაინც პოპულარულ ადგილებში გაგიწევენ მეგზურობას;
  •  FM ნავიგატორი – ჟურნალმა „ფორბსმა“დაასახელა 2020 წელს ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ათეული, რომელშიც 43 მილიონი დოლარით სოფია ვერგარა ლიდერობს, მე-2 ადგილზე ანჯელინა ჯოლია, ჩამონათვალს კი ნიკოლ კიდმანი, ელენ პომპეო, ელიზაბეთ მოსი და ვაიოლა დევისი ასრულებენ; როდის შედგება ნეტფლიქსის ახალი ანიმაციის, „ზევსის სისხლის“ პრემიერა, რომლის თრეილერიც ოლიმპოს ღმერთებსა და ტიტანებს შორის ღვთაებრივ ომს გვპირდება; ფილმები, რომლების საპრემიერო ჩვენებასა და გადაღებასაც კორონა ვირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი? შევძლებთ თუ არა დაკვირვებას კოსმოსურ მოვლენაზე, რომელიც 15 წელიწადში ერთხელ ხდება და დავინახავთ თუ არა შეუიარაღებელი თვალით დედამიწასთან „მოახლოვებულ“ მარსს?
  •  ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდებს მათი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების მხარდასაჭერად სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს;
  •  მუსიკალური კალენდარი – ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური სივრცის ორი დიდი ვარსკვლავი: რას მიიჩნევს მადონა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე გაბედულ ნაბიჯად და როგორ გადაარჩინა BBC-ის ყოფილმა ოპერატორმა დევიდ ბოუის პირველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაკარგულად იყო მიჩნეული.
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: