#სახლისკენ - შეაღე ბუნების კარი
#სახლისკენ - შეაღე ბუნების კარი
  • 1. FM ნავიგატორი – რატომ მიიჩნევს მსოფლიოს სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების ნაწილი ახალი კორონა ვირუსის მიმართ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების მომხრეების მოსაზრებას არაჰუმანურად? რა ასაკის ადამიანები ინარჩუნებენ უფრო ხანგრძლივად ახალი კორონა ვირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულებს ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაკვეთილი სამეფო კოლეჯის კვლევის თანახმად? როგორ დააჩქარებს იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთულ პროცესს Google Cloud-ის ახალი პროდუქტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული? მექსიკური წარმოშობის რომელ ამერიკელ საკულტო მომღერალს ეძღვნება Netflix-ის ახალი დოკუმენტური ფილმი? რატომ გადაიდო უვადოდ ბობ დილანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება, რომელშიც მუსიკოსის როლს ტიმოთი შალამე?
  • 2. „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ – ცოდნის მეგზური წიგნები. ადამიანს, რომელმაც გასული საუკუნის მე-2 ნახევარში ქართველი ბავშვებისთვის განათლების კარი შეაღო, დღეს დაბადებიდან 180 წელი შეუსრულდა. იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს ქართული საბავშვო წიგნის დღეც აღინიშნება.
  • 3. აღმოაჩინე! ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, ვიდრე საზღვარგარეთ წახვალ. საიდან იწყება რაჭის უძირო ტბისკენ მიმავალი ბილიკები და როგორია ბუნება ტბის გარშემო ?
  • 4. მუსიკალური კალენდარი – 5 მუსიკოსი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ბენდებიდან წასვლით საკუთარი კარიერა და პოპულარობა რისკის ქვეშ დააყენა, სხვა ჯგუფში გადასვლით არა მარტო ყველასგან დავიწყების საფრთხის თავიდან აცილება მოახერხა, არამედ შეძლო ახალ ბენდთან ერთად არანაკლები წარმატებისთვის მიეღწია.
  • 5. აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გიამბობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: