ჯაზი, ჰერბი ჰენკოკის აღწერით ყველაზე ეფექტური დიპლომატიური ინსტრუმენტია და სრულიად საკმარისია ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის. 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა – იუნესკოს ეგიდით ამ დღის აღნიშვნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც ტრადიციად დამკვიდრდა და წელს საქართველომ ის გამორჩეულად აღნიშნა. საქართველოს ესტუმრა ჯაზ-ბენდი „ირაკლი ლუის ამბსადორი“, რომლის ლიდერიც ქართველ ემიგტანტთა შთამომავალია – ირაკლი დავრიშაშვილი, რომლის შემოქმედებაც მჭიდროდ უკავშირდება ლეგენდა ლუი არმსტრონგს და საკუთარ სამშობლოში კონცერტი პირველად გამართა. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაცემას „სახლიზსკენ“ ტელეფონით ჩაერთო ჯაზ მომღრალი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი და აღნიშნული საღამოს წამყვანი მაია ბარათაშვილი, რომელმაც გაგვიზიარა წინასაკონცერტო ემოციები.