#სახლისკენ - 29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა
29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევამ თავისი შედეგი მოიტანა. აღნიშნულ სიაში მოხვედრა ეროვნულ დონეზე მომზადებულ დოკუმენტაციას მოითხოვს. მომავლისთვის მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 3 ქართულ ნომინაციაზე. იუნესკოს აქვს 2 მიმართულება 1. წარმომადგენლობითი ნუსხა და საფრთხის ქვეშ ნუსხა. საფრთხის ქვეშ ნუსხაში ნომინაციისთვის მზადდება ქართული ხორბალი, ხოლო წარმომადგენლობითში ქართული სუფრა- ტრადიციებით და თამადის ინსტიტუტით…. ასევე ტოლერანტობა, რომელმაც ექსპერტები ცოტა არ იყოს დააბნია, რადგან მსგავსი წარდგენა ჯერ არავის გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ ამის სადავეები ხელთ გვაქვს, თუნდაც რომ დავასახელოთ ქართულ-ებრაული ურთიერთობები.
სტუმრები: გელა ბერუაშვილი – ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ნიკოლოზ ანთიძე – საქართვფელოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი