პიკის საათი - „იდენტობა“
პიკის საათი - „იდენტობა“

იუნესკო-ს კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას სწავლობდნენ და მათ ბიომრავალფეროვნებას და უნიკალურ ბუნებას ეცნობოდნენ. სწორედ ამ ექსპერტებმა უნდა დაწერონ დასკვნა, რომელიც გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამის ნომინაციაზე მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკო-მ თებერვალში წარადგინა.

სტუმრები: ნიკა ანთიძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი,

თომა დეკანოიძე – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

 

 

  

დატოვე კომენტარი