#სახლისკენ - „შინმოვლა საქართველოში“
#სახლისკენ - „შინმოვლა საქართველოში“

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემით საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ხანდაზმულია, 60+ ასაკის. არის მოსახლეობის დაბერების ტენდენცია და გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის მონაცემი უფრო დრამატული იქნება და 2050 წლისთვის კიდევ უფრო ცუდი. სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ხშირია მოხუცების ბულინგი, ოჯახური ძალადობა და სხვადასხვა უფლების დარღვევა. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ხანგრძლივი მოვლის სახელმწიფო სისტემა და დაბერების საკითხის პრიორიტეტად გამოცხადებაა. ხანდაზმულთა საკითხებზე არაერთი ორგანიზაცია უკვე ათწლეულებია მუშაობს საქარველოში და ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირსეული წევრების უფლებებს იცავს. ამ ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად შეიქმნა ერთიანი კოალიცია “შინმოვლა საქართველოში”, რომელიც 7 ორგანიზაციას აერთიანებს.

სტუმარი: უჩა ვახანია –  კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორი და  „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“თავმჯდომარე