#სახლისკენ - თბილისის მოყვარულ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“
#სახლისკენ - თბილისის მოყვარულ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“

ხვალ, 1 დეკემბერს 16.00 სთ.ზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მოყვარულ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ იმართება. ფესტივალი 10 დღე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება 8 ქართული და 2 უცხოური უნივერსიტეტების თეატრალური დასების სპექტაკლები, რომელთაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამოვლინდებიან გამარჯვებულები 10 ნომინაციაში, რომლებიც ფესტივალის საზეიმო დახურვაზე დაჯილდოვდებიან. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. მიმდინარეობს მზადების პროცესი და სწორედ რეპეტიციის მსვლელობისას გადაცემას “სახლისკენ” ტელეფონით ჩაერთო ფესტივალის ორგანიზატორი ნათია გუჯაბიძე