#სახლისკენ – „აუსრულე სურვილი“

19:23, 27.11.2018
-0:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველ დეკემბერს ცნობილი მხატვრების და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია სახელწოდებით „აუსრულე სურვილი“ გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ყოველი წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა კი გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სტუმარი: მაია ცინცაძე – შიდსის ცენტრის წარმომადგენელი

  

მსგავსი