პიკის საათი - ნოვატორი პედაგოგი რუსთავიდან / ხალხური ცეკვის ფესტივალი ბათუმში / სოფელი ხიხაძირი
პიკის საათი - ნოვატორი პედაგოგი რუსთავიდან / ხალხური ცეკვის ფესტივალი ბათუმში / სოფელი ხიხაძირი

ნოვატორი პედაგოგი რუსთავიდან

ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც შეფასებებს მიმებით წერს და მის გაკვეთილზე იატაკზე თავისუფლად წამოსკუპებაც შეგიძლიათ. რომ იცოდეთ ასეთი მასწავლებელი უკვე არსებობს, თან აქვე ახლოს – რუსთავში! დღეს რუსთავის სკოლის პედაგოგ დარინ კახუბაშვილსა და მის უჩვეულო სწავლების მეთოდებს გაგაცნობთ.

რესპონდენტი: დარინ კახუბაშვილი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

ხალხური ცეკვის ფესტივალი ბათუმში

ბათუმში ქართული-ხალხური ცეკვის ფესტივალი გაიმართა. პარალელურად ჩატარდა საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე –„ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“. ღონისძიებებს ესწრებოდა 9 ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის, „იუნესკოს“ ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ალკი. რომელი ცეკვები განიხილება „იუნესკოს“ სათათბიროში – საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და ფესტივალის თავმჯდომარეს ბატონ რეზო ჭანიშვილს ბარბარე ბენაშვილი ესაუბრა.

– სოფელი ხიხაძირი

​ყოველ ოთხშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს ძველი ქალაქები და ციხე-სიმაგრეები.

ავტორი: ივანე ჯაფარიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.