#სახლისკენ – 29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

20:29, 06.12.2018
-0:00

29 ნოემბერს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევამ თავისი შედეგი მოიტანა. აღნიშნულ სიაში მოხვედრა ეროვნულ დონეზე მომზადებულ დოკუმენტაციას მოითხოვს. მომავლისთვის მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 3 ქართულ ნომინაციაზე. იუნესკოს აქვს 2 მიმართულება 1. წარმომადგენლობითი ნუსხა და საფრთხის ქვეშ ნუსხა. საფრთხის ქვეშ ნუსხაში ნომინაციისთვის მზადდება ქართული ხორბალი, ხოლო წარმომადგენლობითში ქართული სუფრა- ტრადიციებით და თამადის ინსტიტუტით…. ასევე ტოლერანტობა, რომელმაც ექსპერტები ცოტა არ იყოს დააბნია, რადგან მსგავსი წარდგენა ჯერ არავის გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ ამის სადავეები ხელთ გვაქვს, თუნდაც რომ დავასახელოთ ქართულ-ებრაული ურთიერთობები.

სტუმრები: გელა ბერუაშვილი – ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ნიკოლოზ ანთიძე –  საქართვფელოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

  

მსგავსი