დედა-ბებოს ბიბლიოთეკის დაუვიწყარი ხიბლი და წიგნების შესაძენად ხონში გამგზავრების რიტუალი; ხელაძის სტამბაში გამოცემული მე-19 საუკუნის „ვეფხისტყაოსანი“ და ბებიისგან მემკვიდრეობით მიღებული სხვა წიგნები, როგორც მწერლის ბიბლიოთეკის საპატიო სტუმრები; „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „თინას ლეკური“ და სხვა მოთხრობები, რომლებშიც ბებოს ხმა დღემდე ისმის; „საქმე №n“, სხვა დეტექტივები და გამომძიებლად „გამოსვლის“ სურვილი; „პოლი და ვირჟინი“, „ბიძია თომას ქოხი“, „ჩემი თავგადასავალი“ და წიგნები, რომლებითაც „ადამიანობას სწავლობენ“; 800 წლის საიუბილეოდ მამასთან ერთად წაკითხული და დაზეპირებული „ვეფხისტყაოსანი“; პარასკევობით, რუბრიკაში „ჩვენი ბავშვობის წიგნები“ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები გვიამბობენ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებიც მათ ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან აკავშირებს; გვიზიარებენ, როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა; იცვლება თუ არა ბავშვობის წიგნები და მათგან მიღებული პირველი ემოციები თაობებიდან თაობამდე?
სატელეფონო ჩართვა – მარიამ წიკლაური, მწერალი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: