პიკის საათი - 10.10.2023
პიკის საათი - 10.10.2023

1) ერთი ეპიზოდი თბილისის ისტორიიდან

1837 წლის 10 ოქტომბერს თბილისში მყოფმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ყაბახზე გამართული აღლუმის დროს, მთელი საზოგადოების და მთავარმართებელ ბარონ გრიგორი როზენის თანდასწრებით, ამ უკანასკნელის სიძეს, თავად ალექსანდრე დადიანს მოხსნა აქსელბანტები და ორდენები, აჰყარა ფლიგელ-ადიუტანტობა და ჩამოერთვა თავადის წოდებაც.

საქმე იმაშია, რომ სენატორმა პავლე ჰანმა იმპერატორს საკმაოდ მუქ ფერებში დაუხატა მმართველობის მდგომარეობა. დადიანი კი, დადანაშაულებულ იქნა მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.

რესპონდენტი:  ირაკლი მახარაძე – კინოდოკუმენტალისტი; მკლევარი.

 

2) ვერდი – 210

მწერალი მარიამ წიკლაური ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრში ჯუზეპე ვერდის „აიდას“ საკონცერტო შესრულების შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

 

3) „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ –  ლია სტურუას ახალი პოეტური კრებულის წარდგენა

10 ოქტომბერს, 19 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ლია სტურუას ახალი პოეტური კრებულის – „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ წარდგენა გაიმართება.

რესპონდენტი: ლია სტურუა – პოეტი.

 

4) შემოქმედებითი ოჯახის საქმიანი დილა

სტუმარი: ვაჟა ზუბაშვილი – აუდიოვიზუალური ხელოვნების დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

ლაურა კუტუბიძე – ჟურნალისტიკის დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

5) როგორ დავიცვათ ბავშვის ფსიქიკა მოძალებული ნეგატიური ენერგიისგან?

სტუმარი: ნინო კობახიძე – მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელინინო კობახიძე – მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი.

 

6) ისრაელი დღეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია ბავშვობაში, ქუვეითის ომის დროს , ისრაელში ცხოვრობდა

რას ნიშნავს დატუმბული ოთახი?

ლაშა ჟვანია 2001 წლიდან კონსულის თანამდებობას იკავებდა, როდესაც ისრაელზე ქიმიური თავდასხმის საფრთხე იყო

როგორ დავეხმაროთ რეალურად ისრაელში მცხოვრები ახლობლებს?

რესპონდენტი: ლაშა ჟვანია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: