პიკის საათი - 12.03.2024
პიკის საათი - 12.03.2024

1) ვინ აწერს ხელ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს?

სწორედ 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, როგორც ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ დაადასტურა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის ქართული კონსტიტუციონალიზმის საფუძველი და ჩვენი ქვეყნის პირველი, დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი. მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული ეტაპები.

რესპონდენტი: ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) თამარ ლიჩელისა და „საქართველოს სიმფონიეტას“ კონცერტი მუმბაიში

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ ინდოეთში საკონცერტო ტურნეს მართავს.

პირველი კონცერტი 11 მარტს, ჯუჰუს Prithvi Theatre-ში გაიმართა;

მეორე კონცერტი 12 მარტს, მუმბაის NCPA TATA Theatre-ში ჩატარდება.

პროგრამა: ფელიქს მენდელსონი – სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის, N10;

ფელიქს მენდელსონი – საფორტეპიანო კონცერტი, ლა მინორი, MWV O 2;

ფრანც შუბერტი – სიმებიანი კვარტეტი N 14, „სიკვდილი და ქალწული“ (გადამუშავებული გუსტავ მალერის მიერ);

სულხან ცინცაძე – „მინიატურები“ – (ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად).

შემსრულებლები: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“;

სოლისტი – თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო).

მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაგრძელება უკვე დაგეგმილია და ოქტომბერში ინდოელი მუსიკოსები თბილისს ეწვევიან.

რესპონდენტი: გიორგი ქერელაშვილი – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტა“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

3) უცნობი ქალები საქართველოდან

„როგორი შეიძლება ყოფილიყო XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობის ყოველდღიურობა, როცა არათუ ქალთა ემანსიპაცია, მათ სრულფასოვან ადამიანებად აღიარებაც ხშირად პრობლემა იყო?!

ამ ქალებს ჯერ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ეზრუნათ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ბრძოლა თემთან, საზოგადოებასთან თუ ოჯახთან – თავისუფლების მოსაპოვებლად.

თუმცა, ამ შავ-თეთრი ბედ-იღბლის მქონე ქალებთან ერთად, იმ დროის საქართველოში, თამამ და გამარჯვებულ უცნობ ქალებსაც შეხვდებოდით, მაგრამ იშვიათად…“

 სტუმარი: გიორგი ჭეიშვილი – მწერალი.

 

4) „ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისთვის“  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმარჯვა პროექტმა „ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისთვის“

პროექტი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადულისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფელის“ ერთობლივი მუშაობით მომზადდა.

პროექტის იდეის ავტორი მწერალი გურამ მეგრელიშვილია.

პროექტის „ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისათვის“ მიზანია: საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება; ქართველი ავტორების გაცნობა-პოპულარიზება.

სტუმრები: სალომე ჭანტურიძე – პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი;

მარიამ წიკლაური და ლელა ცუცქირიძე – საბავშვო მწერლები.

 

5) 12 მარტი ალფრედ ჰიჩკოკის დღეა

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: