3-6 მარტს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე ლექციების სერია ჩატარდება.
შეხვედრებს ჩაატარებენ PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ლექციებზე დასწრების მსურველებს, დარეგისტრირება twbc.ge-ზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ, სადაც მათთვის საინტერესო კონკრეტულ თემასაც მონიშნავენ.
სატელეფონო ჩართვა: ლუკა გრიგოლია – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: