1) პიანისტის მსოფლიო დღე და გიგი პიანომენის გზა პიანისტობამდე
„ფეხბურთით ისე ვიყავი გატაცებული, რომ ინსტრუმენტთან დაჯდომა და თუნდაც 10 წუთის გატარება მძიმე იყო. 6 წლის ვიყავი დეიდამ ეზოდან რომ ამომიყვანა და მითხრა მოსმენაზე უნდა წაგიყვანოო. დასაწყისი იყო ძალაინ მძიმე, 4-5 წელი დაძალებით ვმეცადინეობდი“, – გიგი პიანომენი.
„დროთა განმავლობაში ისე დავუახლოვდი პიანინოს, რომ მქონდა პერიოდები როცა 2-3 თვე არ ვყოფილვარ ბებიასთან, ბიძასთან, არ მინახავს მეგობრები. ეზოში უკვე მეძებდნენ ხოლმე. როდესაც პიანინოს დაუახლოვდები სამაყრო გეცვლება, ეს პროფესია არ არის, ეს არის ადამიანის ცხოვრება“, – გიგი პიანომენი.
სტუმარი: გიგი პიანომენი – პიანისტი.
2) ქალაქგეგმარების პრინციპები ბაკურიანის მაგალითზე
„2019 წელს დამტკიცდა სრულყოფილი ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი ირაკლი მურღულიასა და მიხეილ ბალიაშვილის ხელმძღვანელობით, რამაც მშენებლობები დაარეგულირა. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ბაკურიანში განსახორციელებელი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, როგორებიცაა ბაკურიანის აეროდრომის მშენებლობა, სპორტული ბაზების მშენებლობა, ცენტრალური პარკის მოწყობა და ა.შ.“, – ოთარ ხვედელიძე.
რესპონდენტი: ოთარ ხვედელიძე – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს არტიტექტურის სამსახურის უფროსი.
3) „ლეგენდა“ – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ფინალი
კონკურსის საფინალო, იმპროვიზაციული ტური 9 და 10 ნოემბერს შატო მუხრანში შედგება.
სტუმარი: მაკა სეხნიაშვილი – კონკურსის იდეოს ავტორი.
4) თანამედროვე ქართული ცეკვისა და ბალეტის ვორქშოფი
„ვორქშოფზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული ქართული ცეკვისა და ბალეტის ელემენტები და ჩაერთონ მათი უერთიერთდაკავშირების ექსპერიმენტში. ვორქშოფის ბოლოს შევქმნით მცირე კომპოზიციას, რომელიც შეაჯამებს ორივე დღის მუშაობას“, – მაკა ჩხაიძე.
„ვორქშოფი ინკლუზიურია. განსაკუთრებით გვსურს მოვიწვიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეები და ცეკვის მოყვარულები. ჩვენი სივრცე ნაწილობრივ ადაპტირებულია“, – მაკა ჩხაიძე.
რესპონდენტი: მაკა ჩხაიძე – ინკლუზიური იდეების პლატფორმის InForm დირექტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: