პიკის საათი - უცხოელი გამომცემლების ლექციები თბილისში
პიკის საათი - უცხოელი გამომცემლების ლექციები თბილისში

3-6 მარტს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე ლექციების სერია ჩატარდება.

შეხვედრებს ჩაატარებენ PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ლექციებზე დასწრების მსურველებს, დარეგისტრირება twbc.ge-ზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ, სადაც მათთვის საინტერესო კონკრეტულ თემასაც მონიშნავენ.

სატელეფონო ჩართვა: ლუკა გრიგოლია – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: