პიკის საათი - თარგმანი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისათვის
პიკის საათი - თარგმანი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისათვის

კიევში, უკრაინის ლიტერატურის მუზეუმში, რაულ ჩილაჩავას საავტორო საღამო შედგება. საღამო  ლიტერატურისა და ქართულ-უკრაინული ურთიერთობებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინტერაქტივის რეჟიმში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ რაულ ჩილაჩავას ნათარგმნი აქვს აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“ და ,,ბაში-აჩუკი,“ უიარაღოს ,,მამელუქი,“ გურამ ოდიშარიას ორი რომანი, გიორგი კეკელიძის ,,გურული დღიურები,“ ცნობილი უკრაინელი მწერლის იური ანდროპოვიჩის რომანი ,,მოსკოვიადა,“ 100 უკრაინელი პოეტი, მასვე ეკუთვნის ლატვიური პოეზიის საავტორო ანთოლოგია. ამჯერად გამოსაცემად მზადდება უკრაინულ ენაზე ნათარგმნი ოთარ ჭილაძის ,,გოდორი“ და ტერენტი გრანელის ლირიკა, რომელიც მხატვარ რეზო ადამიას ნამუშევრებით იქნება დასურათებული.

სატელეფონო ჩართვა კიევიდან: რაულ ჩილაჩავა – პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: