რადიო ექსპრესი - ავიაციის ლეგენდა: ალექსანდრე ქართველი I 05.05.2026
- ქართული ფესვები და ევროპული განათლება: დაიბადა თბილისში, თუმცა ავიაციით საფრანგეთში დაინტერესდა, სადაც უმაღლესი საავიაციო სკოლა დაამთავრა. სწორედ პარიზში შექმნა თავისი პირველი რეკორდსმენი თვითმფრინავი – „ბერნარ-ფერბუა V.2“.
- ამერიკული ოცნების კონსტრუქტორი: 1927 წელს მილიონერ ჩარლზ ლევინსის მიწვევით აშშ-ში გადავიდა, სადაც მოგვიანებით კომპანია Republic Aviation Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი გახდა.
- მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო – P-47 Thunderbolt: ქართველმა შექმნა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრი და საიმედო გამანადგურებელი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში. პილოტებს ის ისე უყვარდათ, რომ „მფრინავ ტანკს“ ეძახდნენ.
- რეაქტიული ეპოქის პიონერი: ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რეაქტიული ავიაციის ეპოქა დაამკვიდრა. მისი შექმნილია პირველი ამერიკული რეაქტიული გამანადგურებელი F-84 Thunderjet.
- ზეგაბერბითი სიჩქარე და კოსმოსი: ქართველი მუშაობდა პროექტებზე, რომლებიც ბგერაზე რამდენჯერმე სწრაფად ფრენასა და კოსმოსურ ხომალდებს უკავშირდებოდა. მისი იდეები დღესაც საფუძვლად უდევს თანამედროვე აეროდინამიკას.
- A-10 Thunderbolt II (Warthog): მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმფრინავი მისი გარდაცვალების შემდეგ აიგო, ის მთლიანად ქართველის ფილოსოფიასა და კონცეფციას ეფუძნება – მაქსიმალური დაცვა და ცეცხლის ძალა.
სტუმარი: რამაზ ბლუაშვილი – მკვლევარი, რეჟისორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
