პიკის საათი - საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022
საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი 26-27 და 28 მარტს წარმოგიდგენთ „საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022-ს“
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და აძლევს მათ შანსს იმუშაონ საქართველოში მიმდინარე ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე.
განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები. გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები. პროექტის მსვლელობისას დელეგატები მათი ინტერესის მიხედვით გადანაწილდებიან შემდეგ სამუშაო ჯგუფებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სატელეფონო ჩართვა: ბაჩო ხუროშვილი – საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: