პიკის საათი - საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022
პიკის საათი - საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022

საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი 26-27 და 28 მარტს წარმოგიდგენთ „საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022-ს“
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და აძლევს მათ შანსს იმუშაონ საქართველოში მიმდინარე ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე.

განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები. გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები.  პროექტის მსვლელობისას დელეგატები მათი ინტერესის მიხედვით გადანაწილდებიან შემდეგ სამუშაო ჯგუფებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

სატელეფონო ჩართვა: ბაჩო ხუროშვილი – საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: