პიკის საათი - იასმინა რეზას „ბაბილონი“ ქართულად ითარგმნა
პიკის საათი - იასმინა რეზას „ბაბილონი“ ქართულად ითარგმნა

„სულაკაურის გამომცემლობის“ სერიას „ლიტერატურული ოდისეა“ თანამედროვე ფრანგი მწერლის, იასმინა რეზას რომანი „ბაბილონი“ შეემატება.

2016 წელს გამოქვეყნებული „ბაბილონი“ ის წიგნია, რომლებშიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის ტრილერისა და მისტიკის, ვოდევილისა და ტრაგედიის ელემენტები. რომანში მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი, შაბათ საღამოს გამართული წვეულების ამბავი, რომელიც ჯერ ქაოსად, ხოლო საბოლოოდ ნამდვილ ტრაგედიად გარდაიქმნება.

„ბაბილონი“ გამოსვლისთანავე „რენოდოს“ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა. East Hampton Star-ის მიმომხილველის თქმით, რეზამ მკითხველებს, შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ალბერ კამიუ და ჟოან დიდიონი მოაგონოს.

სტუმარი: ნინო ციმაკურიძე – მთარგმელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: