პიკის საათი - ოთარ იოსელიანის მასტერკლასი
პიკის საათი - ოთარ იოსელიანის მასტერკლასი

„მთელი ჩემი ახალგაზრდობა მივყვებოდი და დღესაც მივყვები მის გაკვალულ გზას“ – ამბობს გიორგი ებრალიძე რეჟისორზე, რომელიც ფირზე გადატანამდე ფილმის თითოეულ კადრს ხატავს.

ეს არის რეჟისორი, რომელსაც კადრში ყოფნას კადრს მიღმა დგომა ურჩევნია. მიუხედავად ამისა, მაინც შედგა ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმი „შავ-თეთრი“.

ჩანაწერში საუბარია სტუდია „ეპოქის“ მიერ ოთარ იოსელაინის 85 წლის იუბილეს გამო გადაღებული ფილმის სამუშაო დეტალებზე.

სტუმარი: გიორგი ებრალიძე – რეჟისორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: