პიკის საათი - 19.04.2024
პიკის საათი - 19.04.2024

1) „ფარდის მიღმა“ – ნინო ლეჟავა – 50

„ცოცხალი ვარ მანამ, სანამ ვინმეს ვჭირდები, მით უფრო იმ პროფესიაში, რომელიც თავზე მეტად მიყვარს“, – ნინო ლეჟავა.

თეატრისა და კინოს მსახიობის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი ოჯახის წევრის, ნინო ლეჟავას 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 22 აპრილს 20 საათზე აღინიშნება.

წარმოდგენილი იქნება დარიო-ფოს ნაწარმოების მიხედვით „მოდი საყვარელო გელოდები“ დადგმული მონო სპექტაკლი „დამპირდით“.

სტუმრები: ნინო ლეჟავა – მსახიობი; კიაზო ჯობავა – რეჟისორი.

 

2) Urban Fest

20-21 აპრილს დედაენის ბაღში პირველი მასშტაბური ფესტივალი „ურბან ფესტი“ ჩატარდება, რომლის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებებში და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს.

რესპონდენტები: თამაზ მესხიშვილი – 3×3-ზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

ნიკოლოზ გაბელია – ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის დირექტორი;

გიორგი ქათამაძე – არტისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) როგორ იქმნება საინტერესო კინოგმირი?

არიან პერსონაჟები, რომლებიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ. ისინი უყვართ, გულშემატკივრობენ, მათ ფრაზებს ციტირებენ…

როგორია გამორჩეული კინოგმირი და მისი ტრანსფორმაციის გზა?

როგორ იქმნება პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს სამუდამოდ ამახსოვრდება?

რესპონდენტი: მარი ბექაური – სცენარისტი, მწერალი.

 

4) მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სამადისი

„რიგით მე-4 ფესტივალი ელოდება მთის თემატიკის ფილმებს, როგორც მოკლემეტრაჟიანს, ასევე სრულმეტრაჟიანს. წლევანდელი ფესიტვალის საპატიო სტუმარი ლეგენდარული რაინჰოლდ მესნერი იქნება“.

რესპონდენტი: ხათუნა ხუნდაძე – ფესტივალის დირექტორი და თანადამფუძნებელი.

 

5) „რანინას“ VI სეზონის ქართული ფოლკლორის ტური

რესპონდენტი: დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: