- ოზურგეთს თანამედროვე მუზეუმი ექნება
სიუჟეტში მოისმენთ ინფორმაციას ოზურგეთის მუზეუმისა და მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ.
რესპონდენტი: ოზურგეთის სამუზეუმო ფონდების მთავარი მცველი მანანა ლომიძე
ავტორი: ელენე ტუშური
- ,,ყაზბეგის ტურისტული გზამკვლევი“
2019 წლის 24 იანვარს, 19: 00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ყაზბეგის ინგლისურენოვანი ტურისტული გზამკვლევის „KAZBEGI GUIDE BOOK“-ის წარდგინება და ფოტოგამოფენა „უცნობი თრუსოს ხეობა“ (იაგო კაზალიკაშვილის და დავით გოგუაძის ფოტოები).
სატელეფონო ჩართვა: ანა გელაშვილი – პროექტის „ყაზბეგის ტურისტული გზამკვლევის“ავტორი.
- პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის
საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ, ოს და აფხაზ აბიტურიენტებს მოსამზადებელ ცენტრებში უფასოდ სწავლას, ცხოვრებას და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას სთავაზობს. პროგრამის საპილოტე ვერსია თებერვლიდან ამოქმედდება. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
ავტორი: ზურა კეკელიძე
რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი