პიკის საათი - 17.05.2023
პიკის საათი - 17.05.2023

1) „მითი და რეალობა“

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნა ექსპოზიცია „მითი და რეალობა“. გამოფენაზე გასული საუკუნის 20-40-იან წლებში ეთნოლოგ დინა კოჟევნიკოვას მიერ, ზემო სვანეთის სხვადასხვა თემში გადაღებული თემატურად მრავალფეროვანი და ინფორმატიული ფოტოსურათებია წარმოდგენილი, რომლებიც სვანეთის ყოველდღიური ცხოვრების ცოცხალ ყოფით გარემოს ავთენტურად ასახავს.

რესპონდენტი: მარიამ ჯაფარიძე – სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ცენტრალური აპარატის უფროსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) მუზეუმების საერთაშორისო კვირეული მწერალთა სახლში

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს მწერალთა სახლში გაერთიანებულია სახლის დამაარსებლისა და ცნობილი ქართველი ფილანთროპის, დავით სარაჯიშვილისა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმები.

კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს მუზეუმები უფასოდ უმასპინძლებს.

რესპონდენტები: ნატა ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი,

ცირა ელისაშვილი – ხელოვნებათმცოდნე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) 18 მაისი ჰოლოზეუმისა და ილუზიების მუზეუმებში

მუზეუმის საერთაშორისო დღეს ჰოლოზეუმი და ილუზიების მუზეუმიც უერთდება. მუზეუმები მისიას, შეასრულონ არაფორმალური განათლების როლი საზოგადოების ცხოვრებაში, გახსნის დღიდან პასუხობს.

18 მაისს ბეთლემის 10-ში ნენსი ვოლანდის პრაქტიკულ აქტივობებთან ერთად მსურველები დავინჩის წიგნაკის მიხედვით ხელნაკეთი წიგნაკების შექმნაშიც ჩაერთვებიან.

რესპონდენტი: თინათინ ყიფიანი – ჰოლოზეუმისა და ილუზიების მუზეუმების მენეჯერი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) მუზეუმების საერთაშორისო დღე

2023 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში 18 მაისს სხვადასხვა ღონისძიებით, საგანმანათლებლო პროგრამითა და აქტივობით გაიხსნება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, დაინტერესებულ პირებს მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს, აქტივობებს, დისკუსიებს, ინტერაქციულ გაკვეთილებს და სხვა ღონისძიებებს სთავაზობს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში ეხმიანება ICOM-ის წლის თემას „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ და სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებს გთავაზობთ: „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“; „დედამიწა ჩვენი სახლია“; „ადამიანი ბუნებისთვის“ და სხვ.

სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის  მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ფულის ფსიქოლოგია

„სოციალურ ქსელში დასმულმა კითხვამ „ფულს თქვენსას უფრო ხშირად ითვლით თუ სხვისას“ წარმოუდგენელი რეაქცია გამოიწვია. ფულის დაკარგვის ყველას ეშინია, მაგრამ, ჩვენ ფულზე საუბრისაც გვეშინია. გამოკითხულთა უმრავლესობა წინადადებას ვერ ასრულებს, როცა ვეკითხები  „რა არის ფული მათთვის?“, – ნინი ჭაჭია.

რა არის ფული? რას ნიშნავს ფულის ფსიქოლოგია? როგორია ფულის მიმართ რწმენა-წარმოდგენები?

სტუმარი: ნინი ჭაჭია – პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ბლოგერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

6) „ლითონში გაცოცხლებული უფლისციხე“

18 მაისს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმ-ნაკრძალში ღვაწლმოსილი ხელოვანის, თანამედროვე ჭედური ხელოვნების (ლითონქანდაკების) ოსტატის გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

რესპონდენტი: ინა კარელიძე – საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: