#სახლისკენ - მუზეუმი, როგორც წარსულის, აწმყოსა და მომავლის გადაკვეთის წერტილი
#სახლისკენ - მუზეუმი, როგორც წარსულის, აწმყოსა და მომავლის გადაკვეთის წერტილი

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. როგორ იცვლება, ზოგადად, მუზეუმების არსი და ფორმები დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე? რა ტიპის მუზეუმები არსებობს საქართველოში და რომელი მათგანია ყველაზე მრავალრიცხოვანი? რას ნიშნავს „სპეციალური“ მუზეუმი და რას ემსახურება ე.წ. „იდეების მუზეუმი? რაში სჭირდება საზოგადოებას მუზეუმი, მხოლოდ წარსულის შესახებ მეხსიერების შესანარჩუნებლად, თუ საზოგადოების განათლება-განვითარების წინაშე არსებულ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებთან გასამკლავებლად? როგორ აისახება ციფრული ეპოქის სიკეთეები სამუზეუმო საქმიანობაზე? როგორია საქართველოს მუზეუმების დღევანდელობა, რამდენად ხერხდება დღეს საქართველოს მუზეუმების შესაძლებლობების სრულად გამოყენება და ციფრული ტექნოლოგიების წყალობით მსოფლიო მუზეუმების ხელმისაწვდომობის პირობებში მათთვის კონკურენციის გაწევა, ან საზოგადოების ინტერესის შენარჩუნება?

სტუმარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ICOM საქართველოს საბჭოს წევრი, მუზეუმმცოდნე სალომე ცისკარიშვილი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი