#სახლისკენ – ომგადახდილი კულტურული მემკვიდრეობა

19:10, 04.03.2022
-0:00

შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი 800-მდე კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლი და 2008 წლის ომის შედეგად განადგურებული ისტორიული სოფლები;

ჭურვებით დაზიანებული მე-11 საუკუნის ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლე და ივანე მაჩაბელის სახლ-მუზეუმი;

გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩატარებული კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია და 2005 წელს განახლებული მონაცემები;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა და საფრთხე, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ზოგიერთ მათგანზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები შეიცავს;

გორს შეფარებული დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ოფისი და მისი თანამშრომლების საქმიანობა.

სტუმარი – სალომე მელაძე, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი