პიკის საათი  - სურსათის დონაციის პროექტი
პიკის საათი - სურსათის დონაციის პროექტი
  • მინიმალური რისკის საკვები, რომლის ვარგისიანობის ვადა დედლაინს უახლოვდება ქველმოქმედებას მოხმარდება.  შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ, ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

რესპონდენტები: ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; შოთა ბურჯანაძე – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: