პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ხალხური საკრავების ოსტატი

ქართული ხალხური საკრავები ერთმანეთისგან  მრავალი ნიშან-თვისებით განსხვავდება, მათშორის, დამზადების ტექნიკითაც. დანარჩენ საქართველოში ბევრმა იცის, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩხარში ჩონგურების კარგი  ოსტატი ცხოვრობს.

რესპოდენტი: თამაზ ფანჩულიძე – ხალხური საკრავების ოსტატი.

ავტორი: ელენე ტუშური.

  • ბათუმში განახლებული თეატრი გაიხსნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნეს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია  2014  წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ  14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. თეატრი  480  მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

სატელეფონო ხაზზე : ინგა შამილიშვილი -აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრი

  • ქართული ფუტკრის  გენოფონდის  საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრს დიდი ტრადიცია აქვს. კოოპერატივმა  „მუხურის თაფლი,“  სამი წლის წინ, თითქმის  განადგურების  პირას  მისული  ცენტრის  რეაბილიტაცია ფუტკრის საჯიშე მეურნეობის და თაფლის ლაბორატორიის აღდგენით დაიწყო.. მუხურის სამეცნიერო კვლევითი  ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს.

 რესპონდენტი: კახა თოლორდავა – ფერმერი.

ავტორი: ზურა კეკელიძე