#სახლისკენ - ხალხურ საკრავთა ახალი კატალოგი
#სახლისკენ - ხალხურ საკრავთა ახალი კატალოგი

მიუხედავად იმისა, რომ ხალხური საკრავების დიდი ნაწილი საქართველოში უცხოეთიდან არის შემოტანილი, დროთა განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ადამიანების ხასიათის თავისებურებები ცნობილ, ნაკლებად ცნობილ, ან სულაც მივიწყებულ ხალხურ საკრავებში აისახა; ჩვენი წინაპრების მიერ „გაქართულებული,“ ასევე ქართული ფესვების მქონე მუსიკალური ინსტრუმენტები ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმისა და ფონდ „ქართული გალობის“ მიერ შედგენილ „საკრავთა კატალოგში,“ რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში იგეგმება.

გადაცემის სტუმარი: სოფო კოტრიკაძე – ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმის თანამშრომელი, ეთნომუსიკოლოგი და კატალოგის შემდგენელი .

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: