პიკის საათი – დილა რეგიონში

12:46, 23.11.2018
-0:00

-ნაკიფარის  წმ  გიორგის უნიკალური ხატი

სიუჟეტში მოისმენთ სვანეთის მუზეუმში დაცული ხატის ისტორიას, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა დანარჩენებისგან. მასზე გამოსახული მხედარი ნაცვლად გველეშაპისა კეისარს განგმირავს შუბით.

რესპონდენტი: პაატა ბუხრაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ავტორი: ელენე ტუშური

– „ჩემს დაწერილ ხატებზე გომბორის ფერებია…“

სატელეფონო ჩართვა: ქეთევან აბელაშვილი – ხატმწერი

– ტრადიციული ქართული იარაღი ალადაშვილების დამღით

ქართული იარაღი, ტრადიციული ტექნოლოგიითა და დამღით, მამა-შვილმა ალადაშვილებმა დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტში, სოფელ არბოშიკში დაამზადეს და სახელი არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვეს.

რესპონდენტი: ზაზა ალადაშვილი.

 ავტორი: ზურა კეკელიძე.

კონსულტანტი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

მსგავსი