პიკის საათი - 30.06.2023
პიკის საათი - 30.06.2023

1) იზრუნე მიუსაფარ ცხოველზე!

„როდესაც მიუსაფარ ცხოველზე ვზრუნავთ, ჩვენ მხოლოდ ცხოველის ინტერესებზე არ ვზურნავთ. ეს არის სოციალური პრობლემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საზოგადოების უსაფრთხოებასთან. გამოკვებილი, ჯანმრთელი და კასტრირებული ცხოველში აგრესიაც ნაკლებია და საზოგადოებისთვისაც უსაფრთხოა“.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერი ხდება და 12 მიუსაფარი ცხოველის ამბავს წიგნ-ალბომად გამოსცემს.

სტუმარი: სოფია ბეროშვილი – „თათების იმედის“ ავტორი და წამყვანი, Animal Rescue Georgia თანადამფუძნებელი.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი კეკელიძე – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 65

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში, რომელიც 1958 წლის 30 ივნისს დაარსდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს.

რესპონდენტი: თამარ აბულაძე – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მთავარი მცველი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „ანიმო -ღამე“

„ტრისკელიონის“ კიდევ ერთი ვიზუალურ-შემეცნებითი პროექტი – წიგნების სერია შიშებზე.

შიშებთან დამეგობრების პირველი წიგნი „ღამე“ ეძღვნება ღამის შიშს.

რესპონდენტი: სალომე ვაჩნაძე – წიგნის ავტორი, „ტრისკელიონის“ თანადამფუძნებელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2-3 ივლისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

წალენჯიხას 30 ავტორი ეწვევა. ისინი წარადგენენ ახალ წიგნებს და გამართავენ დისკუსიებს.

სტუმრები: ზვიად კვარაცხელია – გამომცემელი,

თამარ კაკუბავა – გამომცემლობა „არტანუჯის“ საბავშვო მიმართულების პროექტ „არტანუჯი ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) სუშილა რამანი – ექსტრაორდინალური მუსიკოსი

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი მუსიკა ეგზოტიკასა და ეროტიკას ემოციური სიღრმით აერთიანებს. სუშილა რამანი ამ შეფასებას 24 წლის ასაკში მიღებულ იმ მტკიცე გადაწყვეტილებას უმადლის, საკუთარი შემოქმედება მულტიკულტურულად რომ ექცია და მისთვის უნიკალური ჟღერადობა მიენიჭებინა.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: