პიკის საათი - 14.05.2024
პიკის საათი - 14.05.2024

1) საქართველოში დანიის კულტურის ინსტიტუტი ოფიციალურად იხსნება

ინსტიტუტის მიზანია დანიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში ქართული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გრძელვადიანი მხარდაჭერა, კულტურის სფეროში მომუშავე სპეციალისტების წახალისება, გაცვლითი ღონისძიებებისა და პროგრამების ორგანიზება.

დანიის კულტურის ინსტიტუტი 1940 წლიდან არსებობს და ამჟამად მსოფლიოს 14 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა.

სტუმრები: სიმონ დელსგორდი – დანიის კულტურის ინსტიტუტის პროექტების კოორდინატორი;

თამარ კაკუბავა – დანიის კულტურის ინსტიტუტის პროექტების ოფიცერი.

 

2) გაბრიელ ტანიე – მაგიის მოქალაქე

შრი-ლანკაზე რამდენიმეთვიანი ცხოვრების ფირფიცარზე გადმოტანილი შთაბეჭდილებები სახელად „ბერსაბეს სიზმრები“.

„ნებისმიერი მოგზაურობა ჩემთვის მუშაობაა. როდესაც მუშაობ და სულით ხორცამდე ცხოვრობ ამ საქმით, სიტყვაც კი ხელიშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ შთაგონებას და კონკრეტული პერსონაჟითა, თუ ამბით ცხოვრებას იმხელა მაგია აქვს, რომ მას თავად დაყავხარ უკვე. ბოლოს ამ მაგიის მოქალაქე ხდები“, – გაბრიელ ტანიე.

„ჩემო-ელ შადაი, ჩემო ადონაი“ – რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი? რატომ ებრალება მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი?

„აქ არის ის განცდები და ეჭვები, რაც უკავშირდება, როგორც მე ვუწოდებ „ამ ბიჭს“, აბესალომს, რომელიც ლანძღვისთვისაა განწირული… მთელმა სამეფო კარმა იმუშავა იმაზე, რომ ამ ბიჭს შეცდომა დაეშვა!“, – გაბრიელ ტანიე.

სტუმარი: გაბრიელ ტანიე – მწერალი; მხატვარი.

 

3) კანის 77-ე კინოფესტივალი იწყება

კანის 77-ე ფესტივალისა და 15 მაისს მერილ სტრიპთან შეხვედრის მოლოდინი.

„კანის ფესტივალის წლევანდელ საინფორმაციო ბანერზე დატანილია კადრი აკირა კუროსავას ფილმიდან „აგვისტოს რაფსოდია“. ვფიქრობ, რომ ამ ფილმში წამოჭრილი თემა პრიორიტეტული იქნება ფესტივალისთვის“, – დემეტრე სამხარაძე.

კინომცოდნე დემეტრე სამხარაძე პირდაპირი ჩართვით საფრანგეთიდან.

რესპონდენტი: დემეტრე სამხარაძე – კინომცოდნე, მსახიობი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: