პიკის საათი - 31.10.2023
პიკის საათი - 31.10.2023

ქართველი ასტრონომები ევგენი ხარაძის მშობლიურ სოფელში

31 ოქტომბერს საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებლის ევგენი ხარაძის დაბადების დღეს, აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლები ხარაგაულში მის  მშობლიურ სოფელ ფარცხნალს ეწვევიან და ასე გამოხატავენ თავიანთ პატივისცემას „ვარსკვლავიერი ცის მესაიდუმლის“ მიმართ.

სატელეფონო ჩართვა: თეიმურაზ კვერნაძე – პროფესორი, აკადემიური დოქტორი, აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

დანტე ალიგიერის ოქროს მედლები „ბეატრიჩესათვის“

23 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია.

მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეის, კონცეფციის ავტორის, შემდგენელისა და რედაქტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრი, აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.

პრეზენტაციის წამყვანი: ეკა მოლოდინაშვილი (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი).

მონაწილეობდა: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

სტუმარი: მარიამ ალექსიძე – ქორეოგრაფი, დავით მაზიაშვილი – მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩე“ გამოცემის იდეის ავტორი,  შემდგენელი და რედაქტორი, თსუ-ს პროფესორი

 

„ახალი სიმღერები“

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი…“ – მიბრუნება პოეზიასთან პოსტდეპრესიული 30 ლექსით. ვერლიბრით, ვერბლანით, კლასიკური კონვენციური ლექსითაც, მაგრამ რაც მთავარია იმედით.

„ამ კრებულში ყველა ტექსტს, გარკვეულწილად, აქვს იმის უნარი, რომ რაღაც ტიპის საუნდტრეკად იქცეს ადამიანის ცხოვრებაში“, – გიორგი კეკელიძე.

სტუმარი: გიორგი კეკელიძე – მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

 

„ფრაგენტები“ თენგიზ არჩვაძის ბოლო ინტერვიუდან 

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: