პიკის საათი - 02.11.2022
პიკის საათი - 02.11.2022

1) #კოლეგა – გია ცისკარიშვილი

გია ცისკარიშვილმა საქართველოს ტელევიზიაში 1981 წელს ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა.

ახლა უკვე საქართველოს პირველი არხის მენეჯერია. იქ, სადაც 42 წელი გაატარა დღემდე აქტიურადაა დაკავებული და ამაყობს, რომ პირველი არხის ერთგულია.

რესპონდენტი: გია ცისკარიშვილი – საქართველოს პირველი არხის მენეჯერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) სამუშაო დღის ადრე დაწყების დადებითი მხარეები

ღამის ეკონომიკის განვითარების წინაპირობა და მეტი დრო პირადი სივრცისთვის – ევროპული გამოცდილება და სამსახურის ადრე დაწყების პერსპექტივა თბილისში.

რესპონდენტები: ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ.

თამარ სიმონგულაშვილი – ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ჯი-ი-სი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

„პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება წარმოგიდგენთ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს XIX საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებზე.

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ბიოგრაფიით დანახული XIX საუკუნე

სტუმარი: თამარ სიხარულიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენების მენეჯერი

 

4) თბილისი-რიტმი“ 2022 წლის დასკვნითი საღამო მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავებთან ერთად

„ჩვენი ამბიციაა, თბილისი იმ ქალაქების რიცხვში იყოს, რომელსაც მსოფლიო პრესტიჟული სცენების არტისტები სტუმრობენ“, – ანი ლაღიძე.

14 ნოემბერს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი-რიტმი“ 2022 წლის დასკვნით საღამოზე ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, გიტარისტი იამანდუ კოსტა და აკორდეონისტი ვინსენტ პეირანი წარსდგებიან.

სტუმარი: ანი ლაღიძე – მუსიკალური პროდიუსერი

 

5) თეიმურაზ მეტრეველი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთების „კაბადონი 8“, „დილის გაზეთი“, „ქართული კულტურა“, „ახალი ეპოქა“ დამფუძნებელი და რედაქტორი;

პუბლიცისტი და ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული ღირსებისა და პრინციპებისთვის არასდროს უღალატია.

რესპონდენტი: ლია მეტრეველი – თეიმურაზ მეტრეველის მეუღლე, ფილოლოგი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: