პიკის საათი - 01.11.2022
პიკის საათი - 01.11.2022

1) რიცხვების ფსიქოლოგია

რიცხვების ენერგეტიკა და კალენდრის გავლენა დღის განწყობილებაზე.

რესპონდენტი: ვენგო ლომთაძე – ნუმეროლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ვეგანების საერთაშორისო დღე

1 ნოემბერს ვეგანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველი ვეგანური კაფე საქართველოში „კივი კაფე“ ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს მის სტუმრებს.

კაფე 2015 წელს გაიხსნა და მას შემდეგ აქტიურად დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და არა მხოლოდ. გუნდი ჩართულია ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივიზმშიც.

რესპონდენტი: ლიკა ბაციკაძე – იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ცხოველთა უფლებადამცველი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ვარსკვლავებს მიღმა: ჩაკრულო და საქართველო-ამერიკის პარტნიორობა

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 და ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის 45 წლის საიუბილეო თარიღები საიუბილეო კონცერტით აღინიშნება.

კონცერტში თბილისის ბიგ ბენდი, ბიგ ბენდის ვოკალისტები: მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თეიმურაზ საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მონაწილეობენ.

სტუმარი: რამაზ ბლუაშვილი

 

4) საწუთრო სიზმარივით ილევა“

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება, რომელიც 7 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შედგება.

სპექტაკლი „საწუთრო სიზმარივით ილევა“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის, ლეილა ალიევას პოეზიითაა შთაგონებული და მასში რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა, ცხინვალის თეატრის მსახიობები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

„ჩემი გატეხვა უნდათ…“ ეს არი მეტაფორა, რომელიც რეჟისორ გოჩა კაპანაძისათვის სპექტაკლის ღერძად იქცა და რომელიც ფუფუნებაში გაზრდილი, მაგრამ სამყაროდან გაქცევისა და საკუთარი სამყაროს შექმნის სურვილით ანთებულ ადამიანს ქართულ სცენაზე ქართულად აალაპარაკებს.

სტუმარი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი

 

5) საქორწინო კონტრაქტი

21-ე საუკუნეში ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის შექმნისას ურთიერთსიყვარულის ფაქტორის გარდა, გასათვალისწინებელია თანაცხოვრების საერთო ინტერესის, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის ფაქტორები.

მნიშვნელოვანია, რომ თანაცხოვრებისას მეუღლეებს შორის წმინდა ქონებრივი თუ პირადი ხასიათის ურთიერთობების საკითხი საქორწინო კონტრაქტის მეშვეობით მაღალ დონეზე მოწესრიგდეს, რაც  შესაძლო გართულებების შემთხვევაში საკითხების გადაჭრის უმტკივნეულო გზას გვთავაზობს.

რესპონდენტი: სოფიო მექანარიშვილი – იურისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: