პიკის საათი - 22.03.2023
პიკის საათი - 22.03.2023

1) სამაშველო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრზე

„ალტიჰატის“ გუნდი ახალ პროექტს იწყებს. მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე ახალი სამთო-სამაშველო სახლის განთავსება იგეგმება.

ინფრასტრუქტურა განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო-სამაშველო მომსახურებისათვის, სადაც ადგილზე 15 ადამიანი განთავსდება. მათ შორის მუდმივ მორიგეობას ოთხი პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.

სამაშველო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრზე ისტორიაში პირველი შენობა იქნება, რომელიც ტურისტს თუ ადგილობრივ მთამსვლელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს.

რესპონდენტი: მამუკა ალავიძე – „ალტიჰატის“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ვისაუბროთ შექსპირისეულად“

უილიამ შექსპირმა ინგლისური მისივე შექმნილი სიტყვებით გაამდიდრა. ზოგიერთი მათგანი დაშიფრულ ინფორმაციასაც ინახავს.

მოგეხსენებათ, შექსპირის ვინაობასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი და როგორც ირკვევა, ჭეშმარიტებას შეიძლება სწორედ პოეტის დაშიფრულ სიტყვებში მივაკვლიოთ.

რესპონდენტი: ინესა მერაბიშვილი – ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი და მთარგმნელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) მოტივაცია, დისციპლინა, შედეგი

– ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიური მიზნის დასახვა და მისი მიღწევაა საჭირო!

– დიდი საქმეები მხოლოდ გუნდურობით მიიღწევა!

– შეცდომაც ბიძგად და სტიმულად უნდა იქცეს!

სტუმარი: ლაშა დავითაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის  სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ფესვები“ კოლაბორაციული პროექტი

„ფესვები“ მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც ფერწერას, გრაფიკას, ილუსტრაციას, ასამბლიაჟს, კოლაჟს, ინსტალაციას, პოეზიასა და მუსიკას აერთიანებს.

ეს არის ერთგვარი კვლევა, რომელიც ზღაპრებსა და ადამიანურ ყოფას შორის  კავშირს იძიებს. გამოფენა 150-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენის გახსნაზე შედგება მუსკალური ალბომის წარდგენა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.

სტუმარი: ლაზარე შანიძე – მუსიკოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ინტერნეტი გვაკონტროლებს

როგორ მუშაობს გუგლისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის ალგორითმი?

როგორ გვისმენს და გვითვალთვალებს ინტერნეტი?

რესპონდენტი: ავთანდილ მღებრიშვილი – ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: