პიკის საათი - 06.10.2022
პიკის საათი - 06.10.2022

1) უცნობი ნაცნობი

„როგორ ხარ?“, „ოჯახში ხომ კარგად?“, „როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები“, – როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც ნაცნობს ვერ ვცნობთ?

უხერხული სიტუაციები და გამოსავალი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912) – ჩვენებით გაიხსნა.

საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტურ, მხატვრულ, ანიმაციურ ფილმსა და კინოქრონიკას ეროვნული არქივის კინოდარბაზში 6, 7 და 8 ოქტომბერს აჩვენებენ.

კ​ინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 1 / პეკინის გამზ. 40.

რესპონდენტები: გიორგი კაკაბაძე – კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;

მატეი სტრნადია – პრაღის ეროვნული კინოარქივის კურატორების ხელმძღვანელი;

ვიერან პავლინიჩი – ხორვატიის კინოთეკის რესტავრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) შვილის გვარის განსაზღვრა

შვილის გვარის განსაზღვრა მშობლების ქორწინების რეგისტრაციის დროსაა შესაძლებელი. შვილის გვარი მშობლების გვარის მიხედვით განისაზღვრება. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, მაშინ ბავშვსაც ეს გვარი მიეკუთვნება, მაგრამ როცა დედ-მამას სხვადასხვა გვარი აქვს, ბავშვს მამის ან დედის გვარი მშობელთა შეთანხმებით მიეკუთვნება.

რაც შეეხება მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტას, ეს შვილის გვარის გამოცვლას არ იწვევს. ხოლო მეურვე მშობელს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ მიეკუთვნა, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიმართოს შვილისათვის გვარის მიკუთვნების თაობაზე.

რესპონდენტი: დავით ჭიკაიძე – იურისტი

 

4) დებატების სკოლა უკეთესი განათლებისთვის

„არაფორმალურ ვითარებაში აკადემიური ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება რთულია, მგრამ შესაძლებელი“, – თინათინ ცერცვაძე.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეს არის საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახლა უკვე მასწავლებლებისთვისაც.

კამათის ტექნიკა, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების მომზადება, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მასალების მოძიების უნარი, დროის მართვა, გუნდური მუშაობა – ყველაფერი, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება.

სტუმარი: თინათინ ცერცვაძე – საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ფსიქოლოგი

 

5) თბილისში თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი იხსნება

„ვარსკვლავის გახსნა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მთავრი ისაა, რომ მსმენელს უყვარდე და გაღიარებდეს“, – თემურ ყვითელაშვილი.

22 ოქტომბერს გიტარისტის, კომპოზიტორის, მომღერლისა და არანჟირებების ავტორის, თემურ ყვითელაშვილის X სოლო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კონცერტის დასრულებისთანავე თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

სტუმარი: თემურ ყვითელაშვილი – გიტარისტი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: