პიკის საათი - 05.10.2022
პიკის საათი - 05.10.2022

1) მასწავლებლის დღე

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესება მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლის სამი სტატუსი დადგინდა – უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი.

საინტერესოა, ცვლის თუ არა რამეს საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის სტატუსი?

რესპონდენტები: რუსუდან მეგრელიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტი,

მაია ჯოხაძე – თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი, წლის საუკეთესო მასწავლებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ვიტამინების ბალანსი ქალბატონებისთვის

ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის, ვიტამინების მთავარი წყარო და მიღების წესები.

რესპონდენტი: მარი მალაზონია.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) „ქალები XIX საუკუნის საქართველოდან“

ქალთა საკითხები XIX საუკუნის პრესაში.

XIX საუკუნემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი განვითარება. ეს არის საუკუნე, როდესაც საქართველოში ფეხი აიდგა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. ჩამოყალიბდა საქველმოქმედო და სამოქმედო ორგანიზაციები. ამ საუკუნის შედეგია ბეჭდური მედია, რომელმაც იმ პერიოდის საკომუნიკაციო სისტემის ფონზე სწრაფად და საინტერესოდ შეძლო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების გაშუქება. მათ შორის, აღნიშვნის ღირსია ქალების წახალისებისა და მაგალითის მიმცემი ინფორმაცია.

სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

 

4) ზაქარიაძელები 85“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი „ზაქარიაძელები 85“, რომელშიც კოლეჯის ისტორია და წარმატებული ზაქარიაძელების შემოქმედებითი ცხოვრებაა ასახული.

სტუმრები: თინათინ ქოიავა – პროექტის ხელმძღვანელი, წიგნის თანაავტორი, სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე;

ქრისტინე მამასახლისი – წიგნის თანაავტორი;

ავთანდილ  ჩუბინიძე – წიგნის თანაავტორი.

 

5) უი… სამედიცინო ტყუილ-მართალი

– ადამიანი თავის ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 10%-ს იყენებს:

– ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს;

– ცხვირიდან სისხლდენის დროს თავი უკან უნდა გადავწიოთ;

– ჰიპოთერმია (ორგანიზმის გადაცივება) მხოლოდ ცივ ამინდში ხდება.

რესპონდენტი: თათია გახარია – ბავშვთა ნევროლოგი, ანატომიის ლექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: