პიკის საათი - „მწვანე საღამოები“
პიკის საათი - „მწვანე საღამოები“

26 ივნისს რუსთაველის თეატრმა ფესტივალს „მწვანე საღამოები“ უმასპინძლა. ფესტივალი 29 ივნისამდე გრძელდება და სამი დღის განმავლობაში მსმენელს ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.

ბოტანიკურ ბაღში კი ტონინო გუერას სახელობის დავიწყებული ხილის ხეივანი გაიხსნა, სივრცე, სადაც უიშვიათესი ჯიშის მცენარეებია გაშენებული და რომელსაც ქართველი ხელოვანების სახელები ეწოდა.

ფესტივალის ორგანიზატორი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდია, რომლის მიზანია ტონინო გუერას კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

რესპონდენტები: ნინო კილოსანიძე – იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი,

მიხეილ მრევლიშვილიტონინა გუერას სახელობის იტალიურ-ქართული ფონდის დამფუძნებელი; რეჟისორი,

ელეონორა გუერა – ტონინო გუერას მეუღლე,

დათო ევგენიძე – მუსიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი