პიკის საათი - 07.10.2022
პიკის საათი - 07.10.2022

1) ადამიანის შესაძლებლობები

„თუკი თავად არ განახორციელებ საკუთარ ოცნებას, მაშინ სხვა დაგიქირავებს იმისათვის, რომ განახორციელოს თავისი“

ინტერესი, შესაძლებლობები, უნარები და პიროვნული თვისებები – ფაქტორები, რომლებიც ჩვენს პროფესიულ არჩევანს განაპირობებს.

რესპონდენტი: ეთო ბუნტური – პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პროფესიული და კარიერული კონსულტანტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) პრაქტიკული რჩევები დამწყები მხატვრებისთვის

გუაში თუ აკვარელი? აკრილი თუ ზეთის საღებავი? – მასალები, რომლებიც პირველი ნაბიჯების გადადგმას გაგიადვილებთ.

რესპონდენტი: მარიამ გეგეჭკორი – არტთერაპევტი

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) კახური მცვივანი – ვაზის მიგნებული და აღდგენილი ქართული ჯიში  

მე-20 საუკუნე ქართული ტრადიციული მეღვინეობა კრახით დასრულდა. სწორედ იმ პერიოდში აღინუსხა ვაზის 137 განადგურებული ქართული ჯიში.

წლების განმავლობაში დარგის სპეციალისტები სამეცნიერო თუ საველე კვლევების საფუძველზე ღვინის ტრადიცული მეღვინეობის ტექნოლოგიების აღდგენასა და დაკარგული ჯიშების მიგნებაზე მუშაობენ. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თეიმურაზ ღლონტის ორი ახალი წიგნი – „კახური მცვივანი – უნიკალური ღვინის მომცემი ვაზის ქართული ჯიში“ და „კავკასიაში მაგარი სასმელების სამრეწველო წარმოების ფუძემდებელი“.

სატელეფონო ჩართვა: თეიმურაზ ღლონტი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ალავერდის ტაძრის მარნის მთავარი მეღვინე, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი

 

4) ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის საღამო

23 ოქტომბერს, 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ მომღერალთა გუნდის მონაწილეობით ხელოვანის, ქართული ხალხური მუსიკის მკვლევრისა და გამავრცელებლის, ანსამბლების „რუსთავი“ და „მართვე“ შემქმნელის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

სტუმრები: გიორგი ნატროშვილი – ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;

დავით ქალიაშვილი, არმაზ დარაშვილი, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, დავით გველესიანი, ილია ყურაშვილი, გიორგი კანანაძე, დავით ცხვედიანი, გიგა ჩხაპელია, გიორგი ქარცივაძე – მომღერლები

 

5) „ანგელოზის დედა“

წიგნი „ანგელოზის დედა“ სიკეთის, მადლიერების, სათნოებისა და სიმშვიდის ისტორიაა.
წიგნის ავტორი ნინო გვაზავა პირველივე გვერდიდან განგაწყობს და წიგნს ბოლომდე წაგაკითხებს.

ეს არის წიგნი საკუთარი თავის შეცნობაზე, სიცოცხლეზე და იმ დედა-შვილობაზე, რომელმაც არაერთი მკითხველის გული გაათბო.

რესპონდენტი: ნინო გვაზავა – წიგნის ავტორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: