პიკის საათი -18.05.2023
პიკის საათი -18.05.2023

1) თბილისის ორიენტირების თასი 2023

სპორტული ორიენტირების სპორტის სახეობად ჩამოყალიბების ისტორია, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.  თბილისის ორიენტირების თასის პროგრამა და შეჯიბრის პირობები.

რესპონდენტი: ნანა  ჩიტიშვილი – „ორიენტირება საქართველოში“ წარმომადგენელი, ღონისძიების ორგანიზატორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „წითელთმიანი გოგონას დღიურები“

„ცისნამი საყვარლიშვილი განცდის ადამიანია. განცდის და ფიქრისაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო განცდის, რამდენადაც მას ვიცნობ და მით უფრო, რაც ამ წიგნში წავიკითხე. ეს არის ფრაგმენტული დღიური იმ თითქოს ნაცნობ და ამავდროულად სრულიად უცნობ ქარტეხილებზე, რაც გარდაუვალი გამოდგა ოთხმოცდაათიანების თაობისთვის და განსაკუთრებით, ცხადია რომ, ქალებისთვის. თითქოს ნაცნობს, იმიტომ რომ აღწერილი გზა ათასობით ქართველმა ემიგრანტმა გაიარა, ხოლო უცნობს, იმიტომ რომ ყველა გზა, მიუხედავად გარეგნული და ზედაპირული მსგავსებისა, უკიდურესად პერსონალურ ისტორიებს გულისხმობს: მარცხებს და გამარჯვებებს, რომელიც მხოლოდ მათია და მათგანაა“, – ასე იწყებს ცისნამი საყვარლიშვილის სადებიუტო ნაშრომის წინასიტყვაობაში თხრობას  მწერალი და წიგნის რედაქტორი გიორგი კეკელიძე.

„წითელთმიანი გოგონას დღიურები“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრების დროს შეიქმნა და ნამდვილი ემოციებით, განცდებითა და ემიგრანტული თავგადასავლებით არის სავსე.

რესპონდენტი: ცისნამი საყვარლიშვილი – წიგნის ავტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) აუდიოწიგნები თბილისზე

18 მაისს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის ქ.#7), პლატფორმის RadioKino მიერ შექმნილი 7 ახალი აუდიოწიგნის წარდგენა გაიმართება. მსმენელი ჩანაწერებით თბილისსა და თბილისურ ყოფასთან დაკავშირებულ შემეცნებით ამბებს მოისმენს.

სტუმარი: კობა ცხაკაია – იდეის ავტორი; ორგანიზატორი; რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „ბრინჯაოს ქალაქი“

როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ქაოსს აწყდება? – ეს ის ერთ-ერთი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას გიორგი კვიტატიანი სადებიუტო რომანით ცდილობს. „ბრინჯაოს ქალაქი“ ფენტეზის ჟანრშია შექმნილი და ავტორი საკუთარი პერსონაჟების შესახებ ამბების მოყოლას ტრილოგიის ფორმით გეგმავს.

28 მაისს, 14 საათზე, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გიორგი კვიტატიანის სადებიუტო რომანის წარდგენა გაიმართება.

სტუმარი: გიორგი კვიტატიანი – წიგნის ავტორი, ია ვეკუა – წიგნის რედაქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: