პიკის საათი - 11.03.2024
პიკის საათი - 11.03.2024

1) ოსკარი – 2024

ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც შვიდი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში მიიღო.

ოსკარები გადაეცათ ასევე ფილმში მონაწილე მსახიობ კაცებს – კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს.

ოთხი გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა. ამავე ფილმის ვარსკვლავს, ემა სტოუნს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გადაეცა ჯილდო.

რესპონდენტი: ია ვეკუა – კინომიმომხილველი.

 

2) არამხატვრული ლიტერატურის პირველი ფესტივალი

სატელეფონო ჩართვა: გიზო ცაცუა – ფესტივალის ინიციატორი, გამომცემელი.

 

3) რადიოგიდი მიხეილ გედევანიშვილის სახლ-მუზეუმში 

 

 4) ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი  

„თბილისი ხომ სიმღერაა“ – საიუბილეო საღამო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

დარბაზის წინ კი გაიხსნება მუსიკოს ნუცა ჯანელიძის სახელობითი ვარსკვლავი.

სტუმარი: ნუცა ჯანელიძე – მუსიკოსი.

 

5) რამაზ იოსელიანის შემოქმედებითი სიახლეები

„ახლა ვარ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ვმუშაობთ სპექტაკლზე, „ჰელვერის ღამე“, რომელსაც მაყურებელი მაისის დასაწყისში უკვე იხილავს“

„სოფელში ცხოვრებისა და ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ უფრო მშვიდი გავხდი, ბევრ რამეზე აღარ ვბრაზდები, ფიცხი აღარ ვარ. ცხოველებთან ურთიერთობა მამშვიდეს. ვინმე რომ გამაბრაზებს მათ ვუყვები“.

რესპონდენტი: რამაზ იოსელიანი – მსახიობი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: