პიკის საათი - 25.01.2024
პიკის საათი - 25.01.2024

1) ფრაგმენტები – რობერტ ბერნსი – 265

შოტლანდიის ეროვნული სიამაყე, რომელიც ქართული ესტრადის შეუდარებელ ხმად იქცა!

ვია „ორერა“ – „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“

„გავიხარებ, გავლაღდები, არ ვიდარდებ არავის,

თუ არავის ვენაღვლები, არც მე ვნაღვლობ არავის…“

ვია „დიელო“ – „სადღეგრძელო“

„ვინ რა იცის სით დაბერავს ბედის ქარი და ცხოვრება ვის რა ოინს უკეთებს?“

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ – „Red Rose / „წითელი ვარდი“

„ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, ტოტებზე აწვდილი,

ჩემი სიყვარული სიმღერის ჰანგია, ნაზი და ხმატკბილი…“

ავტორი: ეკა ტალახაძე.

 

2) ნინო ჟღენტის გახსენება

რესპონდენტები: ლილი გოგებაშვივილი, თამარ კიკვაძე, ილია კევლიშვილი, ლიკა გუგუშვილი, ბესო გოგვაძე.

 

3) მიხა ხელაშვილი – 99

ქართველი სახალხო პოეტის, ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 124, მკვლელობიდან კი 99 წელი გავიდა. ფშავი, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაულ „ხელაობას“ უმასპინძლებს.

მიხა ხელაშვილის სახელის მოსახსენებლად, თბილისიდან, ტრადიციულად მიემგზავრებიან მისი ცხოვრებისა და შემოქმედების დამფასებლები.

რესპონდენტები: სანდრო შანიძე – მიხა ხელაშვილის სახელობის საზოგადოების დამფუძნებელი, პოეტის შემოქმედების მკვლევარი;

ერეკლე უგრელიძე – მიხა ხელაშვილის სახელობის საზოგადოების დირექტორი.

 

4) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შექმნილი დოკუმენტი, რომელიც, საგანმანათლებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და ბავშვის უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირებს.

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

სტუმრები: ლევან დარბაიძე – პროექტის ხელმძღვანელი; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი, მოსამართლე, სოფიო შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.

 

5) ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის წარდგენა და თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო ბარსელონაში  

ლანა კალანდიასა და როდოლფო ჰესლერის მიერ ესპანურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია ესპანურმა გამომცემლობა la editorial Huerga & Fierro-მ გამოსცა.

კრებულში შესულია: ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, ბათუ დანელიას, მაია სარიშვილის, შოთა იათაშვილის, დათო ბარბაქაძის, გიორგი ლობჟანიძის, ნატო ინგოროყვას, შალვა ბაკურაძის, ლელა სამნიაშვილის, პაატა შამუგიას, დიანა ანფიმიადის, სოსო მეშველიანის, ეკა ქევანიშვილის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბე) და ლია ლიქოკელის ლექსები.

რესპონდენტი: ლანა კალანდია – მთარგმნელი.

ერეკლე უგრელიძე – მიხა ხელაშვილის სახელობის საზოგადოების დირექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: