პიკის საათი - 10.05.2023
პიკის საათი - 10.05.2023

1) თუში ბიჭის წარმატების ამბავი

სოფელ ზემო ალვანში, ძველ თუშურ სახლში დედასთან ერთად 23 წლის აბრამ იდიძე ცხოვრობს, პროფესიით ისტორიკოსი.

აბრამის განსაკუთრებული დაინტერესება ისტორიით და მისი დიდი სიყვარული თუშეთისადმი, ბავშვობიდან იწყება. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა სახლში მუზეუმი მოეწყო, მასში გამოსაფენად კი  ნივთები სოფლებში, ზემო და ქვემო ალვანში შეაგროვა. ეს იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც თუშების ცხოვრებას აღწერდა.

პარალელურად კი ევროკავშირის პროგრამის დახმარებით ძველი თუშური სახლი საოჯახო სასტუმროდ აქცია და რეგიონში ახალგაზრდა გიდების გადამზადება დაიწყო.

რესპონდენტი: აბრამ იდიძე – ისტორიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულმა ახალმა ნაშრომმა – „ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“ (ავტორები: ნათია ფიფია, ეკატერინე კობახიძე, თედო დუნდუა) მზის სინათლე იხილია.

ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქამდე სრულიად უცნობი ლუციუს ვერუსის წარწერა პართულ ექსპედიციაზე; წარწერა, რომელიც ქართველების ადრეულ კვალს ნეაპოლთან ახლოს ადასტურებს და სხვა საინტერესო წარწერები, რომელიც კოლხეთისა და იბერიის ისტორიისა თუ ეთნოგრაფიული ყოფის შესახებ გვიამბობს.

რესპონდენტი: ნათია ფიფია – საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) სალომე კვალიაშვილისა და ვაკო ასათიანის ოჯახის მუსიკა

სალომე კვალიაშვილისა და ვაკო ასათიანის ახალგაზრდა ოჯახში პროფესიული მუსიკა დომინანტია.

ურთიერთობის  ჰარმონიას კი ბევრი რამ განაპირობებს – სპორტი, საერთო ინტერესები, ერთმანეთის ძიება, ერთმანეთზე ზრუნვა და რაც მთავარია მზე! მზე გარეთ და მზე გულში!

სტუმრები: სალომე კვალიაშვილი – თბილისის სიმფონიური ორკესტრის პირველი ჰობოი; თბილისის კონსერვატორიის ვოკალის მიმართულების სტუდენტი; პედაგოგი,

ვაკო ასათიანი – ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი; თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სალოტბარო მიმართულების სტუდენტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი

16 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოთხი უნივერსიტეტი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამი არასამთავრობო ორგანიზაცია (განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, „მარიანი“ და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის) ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაარსებისა და მის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ქსელის დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან ერაზმუს + პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI“) კონსორციუმის წევრები – პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით.

ქსელის ძირითადი მიზანია გააერთიანოს სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარე –  სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორი, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სტუმარი: თამარ მახარაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი; პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ მენეჯერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ირუ ხეჩანოვის საკონკურსო მზადება

რესპონდენტები: ნათია მშვენიერაძე, ირუ ხეჩანოვი და გიგა კუხიანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: