1) გულიკო კაკაბაძე – რადიოსა და თეატრის ამაგდარი
„მან შექმნა ქართული თეატრის მატიანე“;
„მისი ღვაწლი ფასდაუდებელია რადიოს ოქროს ფონდის წინაშე“;
„ქართული თეატრის გუშაგი“;
„ეტალონი ქართული თეატრის სიყვარულისა“;
„როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან სიცარიელე რჩება და მათ ადგილს ვერავინ ვეღარ დაიკავებს“;
როგორ ემშვიდობება თეატრალური სამყარო საქართველოს რადიოს დამსახურებულ ჟურნალისტს?
რესპონდენტები: საბა მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; აკაკი კუჭუხიძე, ლელა ოჩიაური, ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნეები;
ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობები;
გოჩა კაპანაძე – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი;
რობერტ სტურუა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) პირველი არხის მუსიკალური შოუ „ვოისი“ იწყება
„ვოისში“ კონკურსანტის მხოლოდ მოსმენითა და შეფასებით არ შემოვიფარგლებით. აქ სპეციალური პროდუქცია მზადდება, რაც ხარისხიანი მუსიკის შექმნაში გამოიხატება.
მიუხედავად იმისა, რომ „ვოისი“ საერთაშორისო პროექტია, წელს მაყურებელი ქართულენოვან სიმღერებსაც მოისმენს“, – დავით ევგენიძე.
„ვფიქრობ ჩემი და პირველი არხის თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდება. მიხარია, რომ პროფესიონალების გარემოცვაში აღმოვჩნდი და „ვოისის“ სახით პირველი არხის შესაფერის, ხარისხიან შოუს შევთავაზებთ მაყურებელს“, – გვანცა დარასელია.
სტუმარი: გვანცა დარასელია – შოუს წამყვანი.
სატელეფონო ჩართვა: დავით ევგენიძე – „ვოისის“ მწვრთნელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
3) დოკუმენტური ფილმი „გიორგი ჩუბინიშვილი და მისი მუსიკა“
„ზაქარია ფალიაშვილის მოწაფე ანდრია ყარაშვილთან ვიოლინოს ეუფლებოდა და ხმას იოსებ რატილთან ამუშავებდა“, – მანანა ახმეტელი.
„თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“ მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მორიგ დოკუმენტურ სატელევიზიო ფორმატის ფილმს უმზადებს.
ფილმი ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში გამორჩეულ წარმომადგენელს, კომპოზიტორსა და მომღერალს გიორგი ჩუბინიშვილს ეძღვნება.
ფილმს რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი იღებს. ფილმს დეკემბრის ბოლოს წარადგენენ.
სტუმარი: მანანა ახმეტელი – მუსიკისმცოდნე.
სატელეფონო ჩართვა: ნეკა სებისკვერაძე – „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) „ფოლადის მაგნოლიები“ – ევროპის პარლამენტის პირველი ქალი პრეზიდენტი
„შიშს არ უნდა გაექცე, შიშს უნდა სძლიო!“, – ამბობდა სიმონ ვეილი, ქალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადაურჩა, პოლიტიკოსი, რომლის მიმართ მოწიწებას საფრანგეთის პრეზიდენტებიც გამოხატავდნენ.
ავტორი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: